ფეხბურთი

17:43 | 26.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლევერკუზენმა“ „ბარსელონადან“ 16 წლის იტალიელი მცველი იყიდა

გერმანიის ბუნდესლიგის დაუმარცხებელმა ჩემპიონმა, „ლევერკუზენმა“ „ბარსელონას“ 16 წლის იტალიელი მცველი, ანდრეა ნატალი დაიმატა.

ნატალი კატალონიური კლუბის 18-წლამდელთა გუნდში ირიცხებოდა და ამ ზაფხულს, იტალიის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის მოგებაც მოახერხა. ახალგაზრდა მცველმა გერმანულ კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენმა“ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 94 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მყოფ „შტუტგარტს“ 17 ქულით გაასწრო და ჩემპიონატი წაუგებლად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117343