ფეხბურთი

17:09 | 26.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბარნაბას ვარგამ შტუტგარტის საავადმყოფო დატოვა

ევრო 2024-ზე შოტლანდიასთან გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო საავადმყოფოში გადაყვანილმა უნგრელმა შემტევმა, ბარნაბას ვარგამ შტუტგარტის კლინიკა დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობს.

ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ბარნაბას ვარგა შოტლანდიის ნაკრების მეკარეს, ანგუს განს შეეჯახა და მოედანზე უგონოდ დაეცა. მის დასახმარებლად შემოსულმა მედიკოსებმა ვარგა საკაცით და ჩამოფარებული ზეწრებით გაიყვანეს, რამაც საფეხბურთო სამყარო ძალიან აანერვიულა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ვარგა გონს გზაში მოეგო და საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

„ფერენცვაროშის“ შემტევს სახის ძვალზე დაზიანებები აღმოაჩნდა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა, რამდენიმე დღე შტუტგარტის საავადმყოფოში გაატარა და კლინიკა დღეს დატოვა.

„დიდი მადლობა თქვენი მხარდამჭერი მესიჯებისთვის. კარგია სახლში დაბრუნება. ჩემი ტრავმის მომენტი განმეორებით ვნახე. არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელიც მარტივად შინდება“ - განაცხადა ვარგამ.

უნგრეთის ნაკრებმა შოტლანდიასთან მატჩი 110-ე წუთზე ჩსობოტის გოლით მოიგო და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა ცუდი ბურთების შეფარდება აქვს და დღევანდელი მატჩების დასრულების შემდეგ გაარკვევს იმას, მოახერხებს თუ არა მარკო როსის გუნდი 1/8 ფინალში თამაშს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11349