ფეხბურთი

15:16 | 26.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - პორტუგალიის სავარაუდო შემადგენლობები პორტუგალიელმა ჟურნალისტმა გაამხილა

უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველო - პორტუგალიის მატჩის სავარაუდო შემადგენლობები გამოქვეყნდა. მისი ავტორი პორტუგალიელი ჟურნალისტი კარლოს მაჩადოა.

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, წიტაიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

პორტუგალია: დიოგუ კოშტა, ანტონიუ სილვა, დანილუ, ინასიუ, დალო, რუბენ ნევეში, ჟოაუ ნევეში, ნელსონ სემედუ, ფრანსიშკუ კონსეისაუ, ჟოაუ ფელიქსი, კრიშტიანუ რონალდუ

როგორც ხედავთ, პორტუგალიელთა შემადგენლობა ამ ვერსიით საკმაოდ გადახალისებულია. მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ და დიოგუ კოშტა არიან „ძირითადიდან“ სასტარტოში.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის F ჯგუფის მესამე ტურის მატჩში დღეს, გელზენკირხენში საქართველოს ნაკრები პორტუგალიისას დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109339