ფეხბურთი

12:55 | 26.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „თურქეთმა საფუძველი ჩაუყარა გუნდს, რომელიც ევრო 2032-ზე ჩემპიონი გახდება“

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მეჰმეთ ბუიუკექსიმ თურქეთის ნაკრების ამბიციებზე ისაუბრა. მისი აზრით, ამ ქვეყნის ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობა 2032 წლის საშინაო ევროზე ჩემპიონი გახდება.

„ჩეხეთთან ერთად ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე ახალგაზრდა საფეხბურთო ნაკრები. საფუძველი ჩავუყარეთ ეროვნულ გუნდს, რომელიც ჩემპიონი გახდება ევრო 2032-ზე. ტურნირი თურქეთსა და იტალიაში გაიმართება. დარწმუნებული ვართ ჩვენი გუნდის აწმყოშიც და მომავალშიც.

ახლა ჩეხეთთან უმნიშვნელოვანეს მატჩზე ვართ ორიენტირებული. უკვე ვთქვით, რომ ჩვენი პირველი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. ყველაფერი ჩვენს ხელშია. გულშემატკივრების შესანიშნავი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - ციტირებს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ბუიუკექსის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061446