ინგლისი ჯგუფში პირველ ადგილზე მხოლოდ 2 გატანილი გოლით გავიდა და ეს დიდ ტურნირებზე უკვე მესამედ მოახერხა: პირველად 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორედ კი - წინა ევროზე. იგივე შედეგი ჰქონდა ჩრდილოეთ ირლანდიას 1982 წლის მუნდიალზე, რეკორდი კი ამ მხრივ იტალიას ეკუთვნის - 1970 წლის მსოფლიოზე მომავალმა ვიცე-ჩემპიონმა ჯგუფი 1 კინკილა გოლით მოიგო.
ამ ჯგუფის 6 თამაშიდან 5 ფრედ დამთავრდა. ასეთი შემთხვევა ევროპის ჩემპიონატებზე აქამდე არ ყოფილა, მსოფლიოზე კი სულ ორჯერ იყო:
1982, A ჯგუფი (პოლონეთი, იტალია, კამერუნი, პერუ). მესამე ტურში პოლონეთი - პერუ 5:1 და დანარჩენი ფრეები;
1990, F ჯგუფი (ინგლისი, ირლანდია, ნიდერლანდები, ეგვიპტე). მესამე ტურში ინგლისი - ეგვიპტე 1:0 და დანარჩენი ფრეები.
დანიამ და სლოვენიამ ჯგუფის სამივე თამაში ფრედ ითამაშეს. ასეთი შედეგი ევროების ისტორიაში აქამდე მხოლოდ პორტუგალიას ჰქონდა 2016-ში (ისლანდიასთან 1:1, ავსტრიასთან 0:0, უნგრეთთან 3:3).
ავსტრიელი რომანო შმიდის გოლი ნიდერლანდების კარში იყო მე-900 ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. აგერ საიუბილეო გოლების ჩამონათვალი:
001 მილან გალიჩი (იუგოსლავია, 1960)
100 ალენ ჟირესი (საფრანგეთი, 1984)
200 კიმ ვილფორტი (დანია, 1992)
300 ზლატკო ზაჰოვიჩი (სლოვენია, 2000)
400 ტიერი ანრი (საფრანგეთი, 2004)
500 ჩავი (ესპანეთი, 2008)
600 ნანი (პორტუგალია, 2016)
700 მიხაელ გრეგორიჩი (ავსტრია, 2021)
800 ჰარის სეფეროვიჩი (შვეიცარია, 2021)
ფრე აღარ გვყოფნის.
სა-ქარ-თვე-ლო!
https://www.facebook.com/photo/?fbid=122111879588352029&set=a.122102285150352029