25-26 ივნისის ღამეს, 2024 წლის კოპა ამერიკის მე-2 ტურის მატჩი ჩილესა და არგენტინის ნაკრებებს შორის არგენტინელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი მატჩის 88-ე წუთზე შცვლაზე შესულმა მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.
ამ გამარჯვებამ არგენტინის ეროვნულ გუნდს საშუალება მისცა ორი ტურის შემდეგ ჯგუფიდან ნაადრევად გასულიყო. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები A ჯგუფს ექვსი ქულით ლიდერობენ, მეორე ადგილზეა კანადა სამი ქულით. პერუსა და ჩილეს ნაკრებებს თითო ქულა აქვთ.
ამავე ჯგუფში პერუმ კანადასთან 0:1 წააგო.
A ჯგუფი
- არგენტინა 2 2 0 0 3:0 6
- კანადა 2 1 0 1 1:2 3
- ჩილე 2 0 1 1 0:1 1
- პერუ 2 0 1 1 0:1 1