ფეხბურთი

0:58 | 26.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო მატჩების შემდეგ C ჯგუფიდან ინგლისი, დანია და სლოვენია გავიდნენ

ევრო 2024-ზე დღევანდელი სათამაშო დღე C ჯგუფის მატჩებით დასრულდა, სადაც ორ უსახურ შეხვერაში გოლი არ გავიდა და მომდევნო ეტაპის საგზური ინგლისმა, სლოვენიამ და დანიამ მოიპოვეს.

კიოლნში გამართული ინგლისისა და სლოვენიის შეხვედრის პირველი ტაიმი მძიმე გამოდგა. გუნდებმა ბევრი ვერაფერი შექმნეს და შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ. მეორე ტაიმი ინგლისელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და გაგრძელდა კიდეც, თუმცა ბრიტანელებმა ვერაფრით შეძლეს იან ობლაკის კარის აღება და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ინგლისის ნაკრებმა ჯგუფი 5 ქულით მოიგო და 30 ივნისს გელზენკირხენში ითამაშებს, მეტოქედ კი ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ეყოლება. სლოვენიამ 3 ფრე ითამაშა და დანიას დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა, თუმცა ხორვატიას და უნგრეთს საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის აჯობა და შესაბამისად, მისი მოწინააღმდეგეც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩი დანიასა და სერბეთს შორის გაიმართა, რომლის პირველი ნახევარიც დანიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ეს უპირატესობა მათ გოლში ვერ გარდასახეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარშიც გაგრძელდა მწირმომენტიანი თამაში, სერბებიც იყვნენ ერთხელ ახლოს გოლთან, თუმცა არც ამ შეხვედრაში გავიდა გოლი და პირველი მატჩის მსგავსად, 0:0 დაფიქსირდა.



სერბეთის ნაკრები 2 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა, დანიამ კი 3 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და სლოვენიას აჯობა, შესაბამისად, 29 ივნისს 1/8 ფინალში გერმანიას დაუპირისპირდება.

ხვალ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი E და F ჯგუფის მატჩებით დასრულდება. 20:00 საათზე საქმეში E ჯგუფის წარმომადგენლები, სლოვაკეთი - რუმინეთი და უკრაინა - ბელგია ჩაერთვებიან, 23:00 საათზე კი უკვე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგება საქართველოსა და პორტუგალიას შორის. ასევე პარალელურად ითამაშებენ ჩეხეთი და თურქეთი.

დანია 0:0 სერბეთი
ინგლისი 0:0 სლოვენია

C ჯგუფი
1. ინგლისი 3 1 2 0 2/1 5
2. დანია 3 0 3 0 2/2 3
3. სლოვენია 3 0 3 0 2/2 3
4. სერბეთი 3 0 2 1 1/2 2

0.118186