ფეხბურთი

0:16 | 26.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანდრეა ბელოტი „კომოს“ ფეხბურთელია

იტალიელი შემტევი, ანდრეა ბელოტი სერია A-ში ახლადაღზევებულ „კომოში“ გააგრძელებს კარიერას. 30 წლის შემტევმა „კომოსთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდს 1 ივლისს შეუერთდება.

ბელოტი ბოლოს „ფიორენტინას“ ღირსებას იცავდა, რომელშიც „რომადან“ იყო განათხოვრებული. ევრო 2020-ის გამარჯვებული სხვადასხვა დროს „ტორინოს“, „პალერმოს“ და „ალბინოლეფეს“ ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება „კომოს“, გუნდმა გასული სეზონი სერია B-ში 73 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა და უმაღლეს დივიზიონში 21-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, რაშიც თავისი წვლილი ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, სესკ ფაბრეგასმაც შეასრულა, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112847