ფეხბურთი

21:09 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო ფელიქსი: "საქართველო კონკურენტუნარიანი ნაკრებია, ისინი არასდროს ნებდებიან"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა პორტუგალიელთა ფეხბურთელმა ჟოაო ფელიქსმა, რომელმაც მედიის შეკითხვებს ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით უპასუხა.

„არ არის სიმართლე, რომ მწვრთნელთან კონფლიქტი მაქვს, სხვა შემთხვევაში არ მე არ ვიქნებოდი. ეს არის უპატივცემულობა ჩემის სახელის, ჩემი გუნდის და მწვრთნელის მიმართ. სათადარიგო სკამზე კლუბებშიც ვყოფილვარ და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციებში, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს. ფეხბურთელი ვარ, გუნდი წევრი და როცა გუნდს დავჭირდები, მაშინ დავეხმარები.

იმედი მაქვს, რომ ხვალ კარგი მატჩი იქნება და გუნდს დავეხმარები, თუმცა არ მინდა, წინასწარ ვილაპარაკო, რადგან არ ვიცი, ძირითად შემადგენლობაში ვიქნები თუ არა. ვიცით, საქართველოს ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები, ვნახეთ ვიდეოები და ანალიზი გავაკეთეთ. საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია, პატრიოტები არიან, არასდროს ნებდებიან და ბოლო წუთამდე ბრძოლა იქნება“, - თქვა ფელიქსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა, ხოლო ფრის შემთხვევაში დამოკიდებული იქნება სხვა ჯგუფებში დაფიქსირებულ შედეგებზე.

საქართველო-პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

0.117229