ფეხბურთი

20:32 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანსისკო კონსეისაო: “ჩვენი გუნდი მხოლოდ 11 მოთამაშისგან არ შედგება“

ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ UEFA-სთან პორტუგალიის ნაკრების შემტევმა, ფრანსისკო კონსეისაომ ისაუბრა:

„ჩეხეთთან გატანილი გოლი ჩემს კარიერაში გამორჩეული მომენტი იყო, რადგან მან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოგვიტანა. ჩვენი გუნდი მხოლოდ 11 მოთამაშისგან არ შედგება, 26-ნი ვართ. მათ, ვინც შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებიან, გუნდისთვის ძალიან ბევრი მოაქვთ. ყველა მზად არის იმისთვის, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. ჩვენ მოგება გვსურს, პირველ რიგში, ჩვენი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოვადგენთ. გარდა ამისა, გუნდში ლეგენდები გვყავს და გვინდა მათ ზუსტად ისე დავეხმაროთ, როგორც თვითონ დაგვეხმარნენ. გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების კომბინაცია შორს წაგვიყვანს.“

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის პირველ ტურში, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს გამარჯვების გოლი სწორედ ცვლილებაზე გამოსულმა ფრანსისკო კონსეისაომ გაატანინა.

საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115864