ფეხბურთი

19:59 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნემის „ვიტესს“ ლიცენზია ოფიციალურად შეუჩერდა

არნემის „ვიტესს“, სადაც სხვადასხვა დროს გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია თამაშობდნენ, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ ლიცენზია ოფიციალურად შეუჩერა.

„ვიტესს“ დიდი ფინანსური კრიზისი ჰქონდა, რის გამოც ის საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და ლიცენზიის შეჩერებაც სწორედ ამან გამოიწვია. გუნდი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ერედივიზიონის გასული სეზონი არნემის „ვიტესმა“ ბოლო ადგილზე დაასრულა და ქვედა ლიგაში გავარდა, თუმცა ამ მონაცემებით, გუნდი საერთოდ ვერ მიიღებს მომავალ სეზონში ვერსად მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ არნემის „ვიტესის“ ღირსებას გურამ კაშია 2010-2018 წლებში, ვაკო ყაზაიშვილი 2011-2017 წლებში, გიორგი ჭანტურია კი 2011-2014 წლებში იცავდა.

თეგებივიტესი
0.117391