კალათბურთი

18:09 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას „მილანის“ სახით ახალი მსურველი გამოუჩნდა

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ იტალიურ მედიაში საუბარი არ წყდება. ამჯერად, BasketUniverso-ს ინფორმაციით, ქართველისთვის ბრძოლაში „მილანიც“ ჩაერთო.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობით, თორნიკე შენგელიას დამატებით „პანათინაიკოსი“ და „რეალ მადრიდი“ არიან დაინტერესებული, ამჟამად კი მათ სიას სერია A-ს ჩემპიონი „მილანიც“ შეუერთდა.

თავის მხრივ, „ვირტუს ბოლონიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა ბარალდიმ განაცხადა, რომ ისინი ეცდებიან შენგელიას შესაფერი კონტრაქტი შესთავაზონ და გუნდში დატოვონ.

ჩვენი კაპიტანი ამჟამად ეროვნულ გუნდთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება. გასულ სეზონში ის „ვირტუს ბოლონიას“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 13.8 ქულას და 5.1 მოხსნას, ევროლიგაში კი 14.5 ქულას და 5 მოხსნას აგროვებდა. ფინალში მისი „ვირტუს ბოლონია“ სწორედ „მილანთან“ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102604