კალათბურთი

17:40 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ლატვიაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიაში გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, ლატვიაში, ქალაქ იურმალაში გაემგზავრა და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იქ განაგრძობს.

ქართველმა კალათბურთელებმა ლატვიაში პირველი ვარჯიშიც ჩაატარეს და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს დაწყებამდე 26 და 28 ივნისს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 26 ივნისს ქართველი კალათბურთელების მეტოქე კამერუნის ნაკრები იქნება, 28 ივნისს კი ჩვენი გუნდი ეგვიპტეს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს, ის 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასპინძელი ლატვიის გარდა, საქართველოს ნაკრების მეტოქე ფილიპინები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა 2 დღის წინ იტალიასთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქესთან 68:79 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113647