ფეხბურთი

13:37 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელები მწვრთნელს არ გაათავისუფლებენ

პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, ცეზარი კულეშამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მიხალ პრობეჟს და სპეციალისტი თავის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახური სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევრო 2024-ის ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ორი თამაშის შემდეგ პოლონელები უქულოდ დარჩნენ. ბოლო ტურში პოლონეთის ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. თუმცა, გამარჯვების შემთხვევაშიც კი ავსტრიელებს ვერ დაეწევიან, რადგან მათთან 21 ივნისს პირად შეხვედრაში 1:3 დამარცხდნენ.

0.124035