ფეხბურთი

10:26 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა

„ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა - წერს La Gazzetta dello Sport.

წყაროს ცნობით, მხარეები ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი წელიწადში 7,5 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებს ფეხბურთელის გაშვება არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ ადრე აგენტმა მამუკა ჯუღელმა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენს, გამოაცხადა მისი კლიენტის სურვილი, დატოვოს „ნაპოლი,“ რათა გადასულიყო გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა. ჯუღელმა ასევე განაცხადა, რომ ხვიჩას შემოთავაზება პსჟ-დან აქვს.

კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლიდან თამაშობს. 2022/2023 წლების სეზონში გუნდთან ერთად გახდა იტალიის ჩემპიონი, ასევე აღიარეს სერია A-ში ყველაზე ღირებულ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.

0.114632