ფეხბურთი

23:12 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს

ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან გასამართი მატჩის წინ, პოლონეთის ნაკრების პრესკონფერენციაზე რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

„ერთ დღესაც ავდგები და გადავწყვეტ, რომ სანაკრებო კარიერის დასრულების დრო მოვიდა, თუმცა ახლა ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ამ გუნდს წინ დიდი მომავალი აქვს“ - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები ევრო 2024-ის პირველ ორ ტურში ჯერ ნიდერლანდებთან, შემდეგ კი ავსტრიასთან დამარცხდა და ბოლო ტურის წინ, ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა. პოლონეთისა და საფრანგეთის მატჩი ხვალ, 25 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება.

0.125382