საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჩეხეთთან მატჩის (1:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვერმოგების იმედგაცრუება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ნაკრები სწორი მიმართულებით მიდის.
„მოგებისთვის ვითამაშეთ, გვქონდა მომენტები, განსაკუთრებით ბოლო წუთზე შეგვეძლო გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად წინ ვართ წასული, იმიტომ, რომ ევროპის გამორჩეულ ტურნირზე ვთამაშობთ და იმედგაცრუებული ვართ, რომ 3 ქულა ვერ ავიღეთ, სწორედ ეს ამბობს ძალიან ბევრს ჩვენს შესახებ, ჩვენი ქვეყნის შესახებ და ძალიან მიხარია, რომ ასეთი სწორი მიმართულებით მივდივართ. მიხარია, რომ ასეთი გულშემატკივრები გვყავს, რომლებმაც დიდი ხმაური შექმნეს და ვფიქრობ, მესამე თამაშიც ძალიან საინტერესო იქნება“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ბოლო ტურში 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.