ფეხბურთი

23:26 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლოთარ მათეუსი: "დავინახეთ, რომ მამარდაშვილი შეიძლება ნოიერის ღირსეული მემკვიდრე იყოს"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. „ბაიერნის“ ყოფილმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ გიორგი მანუელ ნოიერის ღირსეული მემკვიდრე იქნება და „ბაიერნმა“ ის უნდა იყიდოს.

„არ მესმის, რატომ არ ყიდულობს „ბაიერნი“ ისეთ კარგ ფეხბურთელებს, რომლებსაც შეუძლიათ ტიტული მოგაგებინოს. 35 მილიონი ღირს? 110 მილიონი გადაიხადეს კეინში. „ვალენსიაში“ იციან მისი ფასი და ჩეხეთთან მატჩში დავინახეთ, რომ მას შეუძლია გახდეს მანუელ ნოიერის ღირსეული მემკვიდრე. კარგია, რომ მის ვარიანტს ისევ განიხილავენ, რადგან როცა ნოიერი გუნდიდან წავა, ის იქნება „ბაიერნის“ მომავალი მეკარე“, - თქვა მათეუსმა, რომელიც ჰამბურგში საქართველო-ჩეხეთის მატჩს დაესწრო.

გიორგი მამარდაშვილს ევრო 2024-ზე ორი ტურის შემდეგ ყველაზე მეტი სეივი აქვს (15) და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

0.111772