„რეალ მადრიდის“ მცველი, ნაჩო 12 წლის შემდეგ კლუბს ტოვებს და ის კარიერას საუდის არაბეთის კლუბ „ალ ქადისიაში“ გააგრძელებს.
„ალ ქადისია“ გასულ სეზონში საუდის არაბეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და საუდი პრო ლიგაში მოახერხა გადასვლა.
ნაჩო „რეალ მადრიდის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავდა, რა დროშიც გუნდთან ერთად 6 ჩემპიონთა ლიგა, 4 ლა ლიგა და 4 სუპერთასი მოიგო და ჩატარებულ 364 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.
გარდა ამისა, ნაჩო 2013 წლიდან ესპანეთის ნაკრების წევრია, სადაც 26 თამაშში 1 გოლი გაიტანა. ფერნანდესმა „ფურია როხასთან“ ერთად ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთა ლიგის მოგება მოახერხა, თუმცა ის ევრო 2024-ის განაცხადშიც იმყოფება და პირველ ტურში, ხორვატიასთან მოგებულ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.