ფეხბურთი

20:25 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ კვარაცხელიას თაობაზე „ლივერპული“ დაუკავშირდა

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით „ნაპოლის“ ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი, „ლივერპული“ დაუკავშირდა.

Caught Offside-ის ცნობით, „წითლებს“ ქართველი მოთამაშის ფასი აინტერესებთ, რადგან მათი ახალი მწვრთნელი, არნე სლოტი მას გუნდის გაძლიერების ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევს. გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპულს“ ქართველი შემტევის შესაძენად 87 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება, სადაც თურქეთის და ჩეხეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზეა კონცენტრირებული და თავის მომავალს ტურნირის დასრულების შემდგომ გადაწყვეტს.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ ერთად გასული სეზონი 53 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა. სერია A-ში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 11 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.

0.592107