ფეხბურთი

15:17 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოპაზე მექსიკამ და ვენესუელამ იყოჩაღეს

აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკაზე 22-23 ივნისის ღამეს ორი შეხვედრა გაიმართა. გახსნის მატჩი მექსიკის ნაკრებისთვის ძალიან რთული გამოდგა. ხაიმე ლოზანოს გუნდმა ძლივს დაამარცხა იამაიკა. მექსიკელები არ არიან საუკეთესო მდგომარეობაში ბოლო დროს, რადგან თაობათა ცვლის პროცესში იმყოფებიან, გუნდი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით.

ამის მიუხედავად, არავინ მოელოდა, რომ მექსიკას მსგავსი პრობლემები შეექმნებოდა კონკაკაფის ზონაში მეზობელთან დაპირისპირებისას.

თუმცა მექსიკელებმა 1:0 მაინც გაიმარჯვეს, ხერარდო არტეაგას 69-ე წუთზე გატანილი გოლით და პირველი სამი ქულა მოიპოვეს.

ეკვადორისა და ვენესუელას დებიუტი ტურნირზე სანახაობრივი მატჩით შედგა. ეკვადორელები, რომლებიც ამ შეხვედრის ფავორიტებად ითვლებოდნენ, უკეთ გამოიყურებოდნენ. თუმცა, სიტუაცია თავდაყირა დააყენა მათი საუკეთესო ფეხბურთელის, ენერ ვალენსიას გაძევებამ 22-ე წუთზე.

მართალია მათ პირცველი ტაიმის მიწურულს მაინც გახსნეს ანგარიში. მაგრამ, უმცირესობაში თამაშმა თავისი შედეგი გამოიღო, დაიღალნენ და ვენესუელამ წნეხი გაზარდა. ამისდაკვალად, ჯერ ჯონდერ კადისმა გაათანაბრა ანგარიში, 74-ე წუთზე კი ედუარდ ბელიომ გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:2.

0.137817