ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჯაროდ ბოუენი ევრო 2024-ის ორი ტურის შემდეგ „სამი ლომის" თამაშის კრიტიკას გამოეხმაურა, კერძოდ, ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის გარი ლინეკერისგან.
„არ ვიცოდი, რომ ეს კრიტიკა ასეთი ძლიერი იყო. თუმცა მას უფლება აქვს ისაუბროს, რადგან უმაღლეს დონეზე თამაშობდა თავისი ქვეყნისთვის.
ვფიქრობ, ნამდვილად კარგი გუნდის ნიშანია, როცა თამაშობ არა ისე კარგად, როგორც შეგიძლია, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებული ხარ, რომ არ წააგებ.
ოთხი ქულა გვაქვს. ირგვლივ ბევრი ხმაურია, დიდი აღშფოთება, თითქოს ორჯერ წავაგეთ და ბოლო ადგილზე ვართ. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩვენ ვლიდერობთ ჯგუფს და გავდივართ ჯგუფის ბოლო თამაშში, რადგან ვიცით როგორ მოვიგოთ. მოუთმენლად ველით ამ მატჩს“, - ციტირებს ბოუენის სიტყვებს Goal.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბრიტანელებმა სერბეთს ანგარიშით 1:0 მოუგეს. მე-2 ტურში დანიას დაუზავდნენ (1:1).