მადრიდის „რეალში" არ დარდობენ ახალწვეული თავდამსხმელის კილიან მბაპეს ოფიციალური პრეზენტაციის შესაძლო ჩაშლას იმის გამო, რომ ფეხბურთელმა ცხვირის ძვალი გაიტეხა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ავსტრიასთან (0:1) - წერს AS.
წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბი მზადაა ცხვირმოტეხელი მბაპეს პრეზენტაცია გამართოს, „რეალში“ მიაჩნიათ, რომ ფრანგი ფეხბურთელის მოტეხილობა ვიზუალურად არ გამოირჩევა. ხაზგასმულია, რომ თუ საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის ფინალში გავა, რომელიც 14 ივლისს გაიმართება, მაშინ „ლოს ბლანკოსი“ მბაპეს 16 ივლისს წარადგენს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია