ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის დანიასთან მატჩის შემდეგ (1:1), პრინცი უილიამი ინგლისის ნაკრების გასახდელში შევიდა და ფეხბურთელებს უთხრა, რომ ასეთ შედეგზე ძალიან არ უნდა განაწყენდნენ - წერს Daily Mail.
„ის უბრალოდ ცდილობდა ჩვენთვის პოზიტიური განწყობა შეენარჩუნებინა. გვითხრა, რომ ეს არ იყო სამყაროს დასასრული", - განუცხადა „სამი ლომის“ ნახევარმცველმა ადამ უორტონმა ბრიტანულ გამოცემას.
ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ ინგლისის ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და C ჯგუფში პირველ ადგილზეა. მე-3 ტურში ინგლისის ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 25 ივნისს გაიმართება.