ფეხბურთი

11:46 | 23.06.2024 | ნანახია 356 - ჯერ

„რეალის“ კაპიტანი მოდრიჩი გახდება

მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალის" ცენტრალური მცველი ნაჩო ფერნანდესი კლუბს დატოვებს, გუნდის ახალი კაპიტანი ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდება. ამის შესახებ ჟურნალისტმა მიგელ ანხელ დიაზმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

წყაროს ცნობით, მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი მადრიდული კლუბის ვიცე-კაპიტანი გახდება. მესამე არჩევანი მცველი ლუკას ვასკესია.

34 წლის ფეხბურთელი „რეალს“ ზაფხულში დატოვებს. ნაჩოს მომსახურებით MLS-ის, ასევე საუდური კლუბები დაინტერესდნენ. კერძოდ, „ალ-ნასრს“ და „ალ-ქადისიას“ ფეხბურთელის გაფორმება სურთ.

მოდრიჩი მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს მთავრდება, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:03 | 23.06.2024
sul2 (1773)

ეს და ვასკესი ძირითადში ვერ ხვდებიან და კარვახალი როცა არ ითამაშებს ვინ იკაპიტნებს?

14:57 | 23.06.2024
johnsilver (1156)

მადრიდში ძალიან მარტივად წყდება ეს საქმე - ვისაც ყველაზე მეტი მათჩი აქვს ჩატარებული ისაა კაპიტანი.
ამიტომ სტატია დამაბნეველია - მოდრიჩი კი არ დანიშნეს კაპიტნად, გუნდში ყველაზე მეტი მათჩი დაუგროვდა, რაც ახლა ნაჩო წავიდა არაბეთში.

14:59 | 23.06.2024
johnsilver (1156)

ხოლო ამ სამი კაცის მერე ვის აქვს ყველაზე მეტი მათჩი, კაცმა არ იცის. მთელი გუნდი არის მოლოდნიაკი. შეიძლება ვინიც კი იყოს მასეთი ფეხბურთელი უკვე. ყველა მათჩში თამაშობდა, ტრავმა თუ არ ქონდა ბოლო 5 წელი.

0.061804