ფეხბურთი

1:42 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესი: “დროა სხვა მოთამაშეებსაც მივცეთ შანსი“

თურქეთთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა და მცველმა, პეპემ კომენტარები საქართველოსთან გასამართი მატჩისთვისაც გააკეთეს:

რობერტო მარტინესი: „ვფიქრობ, ისევე ვითამაშეთ, როგორც ჩეხეთთან, მაგრამ ამჯერად გოლის გატანა პირველებმა ჩვენ მოვახერხეთ. ახლა დროა გასახდელში მყოფ სხვა მოთამაშეებსაც მივცეთ შანსი, მათ ეს დაიმსახურეს. ტურნირის განმავლობაში მათ კონკურენტუნარიანობას კარგად ვხედავთ. როგორც გუნდი, თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით.“

პეპე: „მომდევნო შეხვედრის მოსაგებად მწვრთნელი საუკეთესო მოთამაშეებს შეარჩევს. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. ყოველი თამაშის შემდეგ ჩვენს თავზე უფრო მეტს ვმუშაობთ და საქართველოსთან მატჩი ამით არ იქნება განსხვავებული“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.

0.144614