კალათბურთი

0:00 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

27 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს კალათბურთში ქალთა ეროვნული ნაკრები ჰყავს

ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახა შენგელიასა და მისი მოადგილის, ლელა ცანავას მცდელობების შედეგად ეროვნულმა ნაკრებმა, FIBA-სგან პირველ ოფიციალურ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მიიღო.

გოგოები პირველი დიდი ტურნირისთვის მზადებას თვეზე მეტია შეუდგნენ, დღეს ბოლო ვარჯიში ჩაატარეს თბილისში და ღამე კოსოვოში გაფრინდებიან ჩემპიონატზე საასპარეზოდ.

ჩვენი ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე პატარა ქვეყნებს შორის, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს. ჩვენს ჯგუფში კვიპროსი, მალტა და კოსოვო არიან და ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მაგდა სვიანაძე, ნატალი ოთხმეზური, ქეთევან დანელაშვილი, ქეთევან მამუჩარაშვილი, ნატალი ჩუტკერაშვილი, სალომე კალანდაძე, კესო ბარბაქაძე, ელისაბედ ხიმშიაშვილი, თამარ პაპუაშვილი, ხატია ქებურია, ანა ქავთარაძე, ეკატერინე წივწივაძე.

მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ ჭეიშვილი

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

0.114736