ჩეხეთთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა:
“დღევანდელ თამაშს დადებითად შევაფასებ. მინდა ქართველ ხალხს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ქულა მივულოცო, მაგრამ სამწუხაროა, რომ 3 ქულა ვერ ავიღეთ. უიღბლობის ფაქტორი აქაც გამოჩნდა. პორტუგალიასთან მატჩში კი ყველაფერს გავაკეთებთ.
ძირითად შემადგენლობაში თამაში ჩემთვის სტრესული არ ყოფილა. ვფიქრობ, ცუდი თამაში არ გამოსულა. მეორე ტაიმში ცოტა მოვდუნდით, თუმცა შანსები გვქონდა, მათ შორის მეც. გოლიც ძალიან მარტივად გავუშვით.
სტადიონზე ძალიან სასიამოვნო გარემო იყო. გულშემატკივრის დადებითი მუხტი ძალიან გვეხმარებოდა. რაც შეეხება ჩვენს განწყობას, არც ძალიან კმაყოფილები ვართ და არც უკმაყოფილოები - სადღაც შუაში ვართ“
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატებზე პირველი ქულა მოიპოვა.
WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Chelsea Champion!
ეს მევასება მაგრად და მიკოლიც მევასებოდა
( ცუდია რო გავარდნენ
ყველაზე მაგარი იტალიელი თავდამსხმელი ამჟამად
ბალოტელის გარდა
ამას მიკვირს რატოარ ყიდულობს ან იუვე ან ინტერი ან მილანი ტიპი ისე არ ტოვებს თამაშს დუბლის გარეშე
ეს მთელი ინტერი თავდასხმას ჯობია ამ ასაკშიც და 2 წლის შემდეგ კდიე აჯობებს

მაგარი შედეგები აქვს სერია A ში, ნეტა სადამდე გაქაჩავს.. წესით და რიგით ასაკი უკვე უნდა ეტყობოდეს : DD
საგოლ რა ყოველ წელს ამდენი გოლის გატანა თან ამასაკში მარტო დინატალეს შეუძლია,უდინეზეს ლეგენდაა