ფეხბურთი

21:19 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: “სანამ 1% პროცენტი მაინც არის შანსი, ყველა გუნდთან ბოლომდე ვიბრძოლებთ“

ჩეხეთთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:

“თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. მოგებასთან ახლოს ვიყავით. მათ ბევრი მომენტი ჰქონდათ, თუმცა მამარდაშვილმა ბევრჯერ გადაგვარჩინა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო მეკარეა. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ყველა გუნდთან შეგვიძლია და სანამ 1% პროცენტი მაინც არის შანსი, ყველა გუნდთან გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

იმის მიუხედავად, რომ ჩემს პოზიციაზე არ მიწევს თამაში. ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი შემიძლია, თუმცა ვცდილობ რასაც მავალებენ ყველაფერი გავაკეთო.

მოგებასთან ახლოს ვიყავით და გასახდელში ყველა განვიცდიდით, თუმცა საბას ყველა ვამხნევებთ, რადგან შესაძლოა, მსგავსი რამ ნებისმიერს დაემართოს.

ჩემი ცვლილება ტრავმიდან არ არის განპირობებული. მწვრთნელმა გადაწყვიტა ასე და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატებზე პირველი ქულა მოიპოვა.

WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან

0.112733