ფეხბურთი

21:05 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: “ჩემი წაქცევის მომენტში 100%-იანი პენალტი იყო“

ჩეხეთთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში მინდა მაყურებელს გადავუხადო დიდი მადლობა. რთული თამაში იყო, ორივე გუნდს შეეძლო მოგება, თუმცა 1 ქულა მოვიპოვეთ და ესეც კარგი შედეგია.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა პორტუგალიის დამარცხება, თუმცა ვიცით თუ როგორი რთული იქნება ეს. ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ და სასურველი შედეგის მისაღებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩემი აზრით, პირველი ტაიმის მომენტში, როდესაც წამაქციეს, 100%-იანი პენალტი იყო. მცველს კორპუსი ჩავუდგი და უკნიდან ფეხში დამეჯახა. ძალიან გამიკვირდა, რომ პენალტი არ დაინიშნა. ძალიან დასანანია ბოლო გაცუდებული მომენტი, თუმცა ფეხბურთში ყოველთვის ხდება ასეთი შემთხვევები“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატებზე პირველი ქულა მოიპოვა.

WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან

0.134875