ფეხბურთი

19:55 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული სტატისტიკა ჩეხეთთან მატჩში

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც საოცარი სტასტიკური მონაცემები დააფიქსირა.

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ 11 მოგერიება შეასრულა, რაც ევრო 2024-ზე მეკარის საუკეთესო მაჩვენებელია და ისტორიაში, მხოლოდ ლატვიის ნაკრების მეკარეს, ალექსანდრს კოლინკოს ჩამორჩა, რომელსაც 12 მოგერიება ჰქონდა. გარდა ამისა, ამ 8 მოგერიებიდან 6 დარტყმული საჯარიმოდან იყო, რაც კიდევ ერთი რეკორდია.

მამარდაშვილმა ასევე გუნდი გაშვებულ გოლს საშუალოდ 3.19-ჯერ გადაარჩინა, რაც ასევე პირველი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატებზე პირველი ქულა მოიპოვა.

0.115899