ევრო 2024-ზე ჩეხეთთან გასამართი მატჩისთვის ვილი სანიოლის მიერ შერჩეული სასტარტო თერთმეტეული ცნობილია.
წინა მატჩთან შედარებით, საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა - გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად მატჩს სასტარტოდან ზურიკო დავითაშვილი დაიწყებს.
საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, დავითაშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.
ჩეხეთი (3-4-3): სტანეკი - ჰოლეში, ჰრანაცი, კრეიჩი - სოუჩეკი, პროვოდი, ცოუფალი, იურაშეკი - ჩერნი, შიკი, ჰლოზეკი.
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი ჰამბურგის ფოლკსპარკშტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.