15:42 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნ'გოლო კანტემ დიდ ტურნირებზე ევროპელი ფეხბურთელების რეკორდი დაამყარა

21 მაისს ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი უგოლოდ - 0:0 დასრულდა.

ფრანგების სასტარტო შემადგენლობაში ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე მოხვდა და მან ევროპელი ფეხბურთელების რეკორდი დაამყარა.

საფრანგეთი არასოდეს დამარცხებულა მუნდიალზე და ევროზე ძირითად დროში კანტეს შემადგენლობაში ყოფნისსას (17 მატჩი - 12 მოგება და ხუთი ფრე).

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და D ჯგუფში მეორე ადგილზეა. ლიდერები კი ნიდერლანდელები არიან რომელთაც ასევე ოთხი ქულა აქვთ.

0.123092