14:56 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ პორტუგალიასთან ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„პორტუგალიელები ძალიან სწრაფები არიან, ამიტომ მათ სივრცეს ვერ დავუთმობთ. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლიათ ბურთით, თუნდაც მათ მცველებს. კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ, თავისუფალ ზონებს ვერ დავტოვებთ. ძალიან გამიხარდა მარტინესის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ შემტევი გუნდი გვყავს“, - ციტირებს უეფას ვებგვერდი მონტელას სიტყვებს.

თურქეთისა და პორტუგალიის მატჩი დღეს, 22 ივნისს გაიმართება დორტმუნდში, და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

0.118947