10:26 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ეს სისულელეა" - გარი ლინეკერმა ინგლისის ნაკრები მოსაწყენი ფეხბურთის გამო გააკრიტიკა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის დანიასთან (1:1) მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდი გააკრიტიკა.

„სხვადასხვა სიტყვების მოფიქრება შიძლება ლანძღვა თუ გინდა, მაგრამ ეს სისულელე იყო... სხვა ტურნირებზეც გვინახავს ასეთი. ინგლისი კარგად იწყებს, მერე გოლს გაიტანს და ყველაფერი იცვლება. ეს თითქმის ტაქტიკას ჰგავს: გოლი გაიტანო და მას ჩამოეკიდო... სხვანაირად თამაშს არ ასწავლიან?" – ციტირებს Goal.com ლინეკერის სიტყვებს.

ამ დროისთვის C ჯგუფს ოთხი ქულით ერთპიროვნულად ინგლისის ნაკრები ლიდერობს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ინგლისი სლოვენიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 25 ივნისს გაიმართება.

0.062223