კალათბურთი

2:30 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ტრენტოში ჩავიდა და იტალიასთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოდან ტრენტოში ჩავიდა და იტალიის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იქ განაგრძობს.

ალეკსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 15 მოთამაშეა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ოთარ ფხაკაძის მდგომარეობა, რომელსაც ერთ-ერთი წინა ვარჯიშისას ცხვირი დაუზიანდა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე პირველ ამხანაგურ მატჩს, იტალიის წინააღმდეგ 23 ივნისს ჩაატარებს. ამის შემდეგ, ქართველი კალათბურთელები 26 ივნისს კამერუნს, 28 ივნისს კი ეგვიპტეს დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს, ლატვიაში გასამართ მინი ტურნირში ქართველებს მასპინძლების და ფილიპინების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

0.125776