თითქმის გადაწყვეტილია ის ფაქტი, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ ვეტერანი კალათბურთელი, ჯეი ჯეი რედიკი ჩაიბარებს.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რედიკი კალიფორნიულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჯეი ჯეი რედიკმა, რომელიც შესანიშნავი მსროლელი იყო, კარიერა 2021 წელს დაასრულა და მას შემდეგ ანალიტიკოსად მუშაობდა, „ლეიკერსი“ კი მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი გუნდი იქნება.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ რედიკს და „ლეიკერსის“ ვარსკვლავს, ლებრონ ჯეიმსს ერთობლივი პოდკასტი აქვთ სახელწოდებით “Mind the Game,” ასე რომ მათ ამჯერად ერთად მუშაობა პროფესიონალურ დონეზეც მოუწევთ.
კალიფორნიულმა კლუბმა გასული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეიინში თამაშის უფლება მოიპოვა, საიდანაც პლეიოფშიც მოხვდა, თუმცა პირველივე რაუნდში „დენვერ ნაგეთსთან“ 1:4 დამარცხდა, რის შემდეგაც გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, დერვინ ჰემმაც დატოვა. აღსანიშნავია, რომ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ წლის დასაწყისში ისტორიაში პირველი In-Season Tournament-ი, ანუ NBA-ის თასი მოიგო.