ფეხბურთი

20:50 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„თელავი“ ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა

საქართველოს ეროვნული ლიგის წევრი, „თელავი“ საზაფხულო შესვენების დროს ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის წასვლა დაანონსდა.

კლუბის ინფორმაციით, „თელავი“ სტეფან ბუკორაცმა, რუბენ ოლივეირამ, მაქსიმ მაიროვიჩმა, რუსტამ ხალნაზაროვმა და მუხრან ბაგრატიონმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად უკვე დატოვეს და კიდევ რამდენიმე მოთამაშის წასვლა უახლოეს დღეებში დაანონსდება.

გარდა ამისა, კლუბს რამდენიმე მოთამაშეც შეემატა, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც „თელავი“ ასევე უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ამჟამად საზაფხულო შესვენებაა გამოცხადებული, „თელავი“ კი 18 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.

თეგებითელავი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11929