სხვა

20:27 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ხვედელიძე ჭაბუკ ძალოსნებს შორის ევროპის ჩემპიონია

საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე 15-წლამდელებს შორის 96 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ იოსელიანმა და თემურ ხვედელიძემ იასპარეზეს, ამ უკანასკნელმა კი 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თემურ ხვედელიძემ ატაცში თავი 114 / 121 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ახალგააზრდა ქართველმა ძალოსანმა აკვრაში კიდევ უფრო კარგად იასპარეზა და 141 / 147 / 152 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი მოიპოვა, ამ შედეგით კი მას ორჭიდის ჯამში 273 კილოგრამი დაუგროვდა და კიდევ ერთი ოქროს მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება ზურაბ იოსელიანს, მან ატაცში 104 / 108 / 113 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.

აკვრაში მან 123 / 130 / 135 კილოგრამი დააფიქსირა და ასევე მე-4 ადგილი დაიკავა. იოსელიანი იგივე პოზიციაზე აღმოჩნდა ორჭიდში მოგროვილი 248 კილოგრამითაც.

საქართველოს ნაკრების ყულაბაში 15 და 17-წლამდელების ჩათვლით უკვე 13 მედალია - 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ზურაბ ანთაურის მიერ მომზადებული მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი კონტინენტის პირველობაზე 20-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125805