იტალიური Sky Sports-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველით, ლუკა ლოჩოშვილით ორი ბელგიური გუნდი, „ვესტერლო“ და „ლოივენი“ ინტერესდება.
ქართველი მცველი ამჟამად „კრემონეზეს“ ღირსებას იცავს, რომელიც სერია A-ში გადმოსასვლელ პლეი-ოფში, „ვენეციასთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა.
ამჟამად, ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე იმყოფება და ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება. თურქეთთან გამართულ პირველ შეხვედრაში ის მოედანზე ცვლილებაზე, 74-ე წუთზე გამოვიდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ლოჩოშვილის მომავლის საკითხი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილი იტალიურ გუნდს 2022 წელს „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა. გასულ სეზონში მცველმა სერია B-ში, თასზე და პლეი-ოფში საერთო ჯამში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა.