იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ესპანეთიდან დამარცხების (0:1) ძირითადი ფაქტორი დაასახელა.
„მოდუნებულები ვიყავით. ეს არის მარცხის მთავარი მიზეზი. ახლა ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება.
დღეს ესპანეთი გუნდურად გამოირჩა, ჩვენ - ვერა. ისინი იმსახურებდნენ თამაშის მოგებას, ჩვენ კი არ ვჩანდით, გარდა ბოლო 20 წუთისა“, - ციტირებს უეფას პრესსამსახური სპალეტის სიტყვებს.
მე-3 ტურში ესპანეთი ალბანეთს დაუპირისპირდება, იტალია კი ხორვატიას შეხვდება. ორივე თამაში 24 ივნისს გაიმართება.