20-21 ივნისის ღამეს არგენტინის ნაკრები 2024 წლის კოპა ამერიკის გახსნის მატჩში, ატლანტაში, კანადის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
49-ე წუთზე „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ხულიან ალვარესმა გახსნა ანგარიში. 89-ზე კი „ინტერის“ ლაუტარო მარტინესმა ლიონელ მესის პასით გაზარდა გუნდის უპირატესობა.
ასევე არგენტინისა და კანადის ჯგუფში არიან პერუსა და ჩილეს ნაკრებები. კოპა ამერიკა 21 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება. 16 გუნდი დაყოფილია ოთხ ჯგუფად.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული არგენტინის ნაკრებია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტოტიიიმ უნდა აწიოს თასიი მაგ ლეგენდარულმა თესლმა ))))
წელს იტალიაში რომასკენ ვარ
რავა დააჩერჩეტებს ეს აქეთიქით უსაჯურთხო კვდარივით
ამჯერად მრავალწლიანი გაჩერება ექნება უეჭველი გამოვისყიდით წლის ბოლოს..