ფეხბურთი

0:08 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინდრიხ შტანეკი: “ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოსთან მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება“

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ ჩეხეთის ნაკრების მეკარე, ინდრიხ შტანეკმა ისაუბრა:

„ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოსთან მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩში ძალები ბევრად უფრო თანაბარი იქნება, ვიდრე პორტუგალიასთან შეხვედრაში. საქართველოსთან მატჩში უფრო უკეთ თამაშიც მოგვეთხოვება.

ეროვნულ ნაკრებში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი კარგად მახსოვს. ჩემი კუმირი პეტრ ჩეხი იყო, თუმცა ასევე დიდ პატივს ვცემდი კასილასს, კანისარესს და ბუფონს“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგში, 17:00 საათზე გაიმართება.

0.121228