ავტოსპორტი

22:48 | 20.06.2024 | ნანახია 857 - ჯერ

კარლოს საინსი: “მატჩს იტალიელებთან ერთად უნდა ვუყურო და ესპანეთისკენ ვიქნები“

ფორმულა 1 ევროპაში ბრუნდება და ამ კვირას ესპანეთის გრან პრით განახლდება, დღეს კი პილოტების პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ფერნანდო ალონსომ და კარლოს საინსმა ევრო 2024-ის შესახებაც ისაუბრეს.

23:00 საათზე ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთისა და იტალიის შეხვედრა გაიმართება, „ფერარის“ ამჟამინდელმა და ყოფილმა ესპანელმა პილოტებმა კი ამ შეხვედრასთან დაკავშირებითაც გააკეთეს კომენტარი:

კარლოს საინსი: „ესპანელი ვარ, რომელიც იტალიურ გუნდში გამოდის. დღეს საღამოს გუნდური სადილი გვექნება და დიდ ტელევიზორში ვუყურებთ ყველა ერთად ამ მატჩს. კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ესპანეთისკენ ვიქნები და იმედი მაქვს მოვიგებთ. ჩემი აზრით, მატჩი 2:1 დასრულდება და გამარჯვების გოლს ბოლო წამებზე გავიტანთ“

უფრო ლაკონური და კომიკური იყო ფერნანდო ალონსოს პასუხი: „მეც ვფიქრობ, ესპანეთი მოიგებს. თამაში 21:3 მორჩება“

ესპანეთის გრან პრი ვარჯიშებით ხვალ დაიწყება, კვალიფიკაცია შაბათს, 18:00 საათზე შედგება, რბოლა კი კვირას, 17:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:03 | 06.01.2022
O.KANI (475)

დედა აღარ ყვავს ეშმაკებს! ფერგის მოსვლამდე ასე გამყოფოთ ფეხბურთის ღმერთმა!

00:04 | 06.01.2022
O.KANI (475)

ყავს

21:25 | 05.01.2022
alexpool (563)

ერთი მხრივ ასეთი სიტუაცია კარგია ლივერპულისთვის,სანამ მანჩესტერში ასეთი არეულობაა შანსი აქვთ ჩემპიონობებით გაუთანაბრდნენ და ისევ გახდნენ ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი,მაგრამ გარეთ მხდალი და შინ ძლიერი სიტი არ გვახარებს!

21:10 | 05.01.2022
alexpool (563)

ახლა განსხვავებულად ვფიქრობ,მემგონი ატლეტიკოს სულშერი უფრო გამოაგდებდა,ვიდრე ეს პროფესორი რანგნიკი.ამ ძალად პროფესორს შანსი არ აქვს სიმეონესთან,ჩემი აზრით!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.083176
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
857