ფეხბურთი

21:57 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰიულმანდის შორეულმა გასროლამ დანიას ინგლისთან ქულა მოაპოვებინა

დღევანდელი დღის და C ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩი დანიასა და ინგლისს შორის გაიმართა, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა.

შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო, თუმცა პირველი შანსი მე-13 წუთზე ფილ ფოდენმა შეიქმნა, რომელმაც კარგი მოძრაობების შემდეგ კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

ზუსტად 5 წუთში დანიელთა ფლანგელის, კრისტიანსენის უყურადღებობით კაილ უოკერმა ისარგებლა, ბურთი მოიპოვა და საჯარიმოში გააკეთა გადაცემა, სადაც მას ჰარი კეინი დახვდა და ანგარიშიც გახსნა - 0:1.



დანიის ნაკრები გაშვებული გოლის შემდეგ შედარებით გააქტიურდა. მატჩის 34-ე წუთზე მორტენ ჰიულმანდმა საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი და საკმაოდ შორი მანძილიდან ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ამ გოლის შემდეგ მოედანზე ბევრი აღარაფერი მომხდარა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.



მეორე ტაიმში კვლავ ფოდენს ჰქონდა შანსი, როდესაც ბურთი ძელს მოარტყა. ამის შემდეგ, გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა მიზანს არცერთმა დარტყმამ მიაღწია.

69-ე წუთზე გარეთ საუთგეითმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და სამი შემტევი - ჰარი კეინი, ფილ ფოდენი და ბუკაიო საკა ერთბაშად შეცვალა, თუმცა როგორც გაირკვა, ამ ცვლილებებმა თამაშში დიდად ვერაფერი შეცვალა.

დანიის ნაკრების ძირითადი გეგმა შორიდან დარტყმებზე იყო აგებული და ამ გეგმას ისინი შეხვედრის ბოლომდე მიჰყვებოდნენ. სწორედ შორიდან ჰქონდა ჰოიბერგსაც კარგი შანსი, თუმცა მისი დარტყმული კარს აცდა.

შეხვედრის ბოლო წუთებმა შედარებით მშვიდად ჩაიარა და მატჩი საბოლოოდ, ფრედ, 1:1 დასრულდა. II ტურის შემდეგ 4 ქულით ინგლისის ნაკრები C ჯგუფს ლიდერობს და ბოლო ტურში, 25 ივნისს დაუპირისპირდება. დანიას 2 ქულა აქვს და იმავე დღეს სერბეთთან ძალიან პრინციპული დაპირისპირება ელოდება.

დანია 1:1 ინგლისი
კეინი (18) - ჰიულმანდი (34)

დოიჩე ბანკ პარკი - ფრანკფურტი
მსაჯი: არტურ სოარეშ დიაში (პორტუგალია)

დანია (3-4-1-2): შმეიხელი - კრისტენსენი, ანდერსენი, ვესტერგორი - კრისტიანსენი (ბა - 57), ჰიულმანდი (ნორგორი - 82), ჰოიბიერგი, მელე - ერიქსენი (სკოვ ოლსენი - 82) - ვინდი (დამსგორი - 57), ჰოილუნი (პოულსენი - 67).

მთავარი მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი.

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - უოკერი, სტოუნზი, გეჰი, ტრიპიერი - ალექსანდერ-არნოლდი (გალაჰერი - 54), რაისი - საკა (ეზე - 69), ბელინგემი, ფოდენი (ბოუენი - 69) - კეინი (უოტკინსი - 69).

მთავარი მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი.

C ჯგუფი
ინგლისი 1 1 0 4 2/1 1
დანია 0 2 0 2 2/2 2
სლოვენია 0 2 0 2 2/2 3
სერბეთი 0 1 1 1 1/2 4
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061646