ფეხბურთი

21:00 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: „მბაპეს თამაშის საკითხი ბოლო მომენტში გადაწყდება“

ევრო 2024-ზე ნიდერლანდებთან გასამართი მატჩის წინ, საფრანგეთის ნაკრების შემტევმა, ანტუან გრიზმანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და კილიან მბაპეს მდგომარეობასაც შეეხო:

„კილიანი კარგად არის, მიუხედავად იმისა, რომ ცხვირი გასიებული აქვს. ბოლო მომენტში გადაწყდება, შეძლებს თუ არა ის თამაშს. მისი მოედანზე არ ყოფნა გუნდში ძალიან ბევრ ცვლილებას გამოიწვევს“

მბაპეს მდგომარეობის შესახებ მცირე კომენტარი დიდიე დეშამმაც გააკეთა:

„ყველაფერი სწორად კეთდება იმისთვის, რომ ხვალინდელ მატჩში კილიანმა მონაწილეობის მიღება შეძლოს“

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებმა ვარჯიში გამართა, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი მოედანზე ნიღბით გამოჩნდა.



შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ ცხვირი ევრო 2024-ის პირველ მატჩში, ავსტრიის ნაკრების მცველთან, კევინ დანზოსთან შეჯახების შედეგად დაიზიანა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ის ცხვირზე ოპერაციას არ გაიკეთებს.

0.132891