ლონდონში ATP-ის 500-იანი ტურნირი მიმდინარეობს, რომლის 1/8 ფინალურ ეტაპზეც ახალგაზრდა ბრიტანელმა, ჯეკ დრეიპერმა კარლოს ალკარასი 2 სეტში, 7:6; 6:3 დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა.
საათი და ორმოც წუთიან დაპირისპირებაში ბრიტანელი 22 წლის ჩოგბურთელი უკეთესი გამოდგა. პირველი სეტი მან ტაიბრეიკზე მოიგო, მეორე სეტში კი კიდევ უფრო მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენა და მსოფლიოს მე-2, ამ ტურნირზე კი პირველი ჩოგანი და გასული წლის გათამაშების გამარჯვებული ასპარეზობას გამოთიშა.
დრეიპერის მომდევნო მეტოქე ლონდონის ტურნირზე ამერიკელი ტომი პოლი იქნება, რომელმაც წინა ეტაპზე ჩილელი ალეხანდრო ტაბილო ასევე 2 სეტში, 6:3; 6:4 დაამარცხა.