სხვა

16:44 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლადო ძიმცეიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე 15-წლამდელებს შორის 81 კგ. წონით კატეგორიაში ლადო ძიმცეიშვილმა იასპარეზა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 114 კგ. დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა, შესაბამისად, მხოლოდ 1 კილოგრამით ჩამორჩა საპრიზო ადგილს.

ძიმცეიშვილმა მდგომარეობა აკვრაში გამოასწორა, სადაც 135 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ახალგაზრდა ძალოსანი ასევე ვერცხლის მფლობელი გახდა ორჭიდის ჯამშიც, სადაც 249 კგ. დააგროვა.

საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე 10 მედალია - 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ზურაბ ანთაურის მიერ მომზადებული მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი კონტინენტის პირველობაზე 20-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი.

0.116307