ფეხბურთი

16:15 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები FIFA-ს განახლებულ რეიტინგში 74-ე ადგილს იკავებს

FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები 1 პოზიციით დაწინაურდა და 1338.91 ქულით 74-ე ადგილს იკავებს.

ჩვენმა გუნდმა რეიტინგში ბოსნიას გადაასწრო და ჩრდილოეთ ირლანდიას მიუახლოვდა, რომელიც 73 ადგილზე იმყოფება. მის წინ ჩვენს მიერ ცოტა ხსნის წინ ამხანაგურ მატჩში დამარცხებული მონტენეგრო და ასევე საქართველოს მიერ ერთა ლიგაზე დამარცხებული ჩრდილოეთ მაკედონია არიან.

რაც შეეხება საქართველოს უკანა პოზიციებს, ბოსნიას შემდეგ ომანის, გვინეის და ჰონდურასის ნაკრებები მოდიან.

მსოფლიო რეიტინგს 1860.14 ქულით კვლავ არგენტინის ნაკრები ლიდერობს, რომელიც საფრანგეთს და ბელგიას უსწრებს. მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და მეხუთეზე დააქვეითა ბრაზილიის ნაკრებმა ინგლისი. ამის შემდეგ პორტუგალია, ნიდერლანდები და ესპანეთი მოდიან, კიდევ ერთი ცვლილება კი ათეულის ბოლოს მოხდა, სადაც ხორვატიის ნაკრებმა იტალიას გადაასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115167