უელსელი მწვრთნელი სტივ კუპერი ინგლისურ „ლესტერ სიტის“ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.
„პრემიერლიგის გამოცდილების მქონე მწვრთნელმა „ნოტინგემ ფორესტში“ წარმატებული პერიოდის შემდეგ, სადაც ის 2021-2023 წლებში მუშაობდა, სტივმა შესანიშნავი რეპუტაცია მოიპოვა თავისი ლიდერული თვისებებით", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
„მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ „ლესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელად დავინიშნე. ეს არის ფანტასტიკური კლუბი მდიდარი ისტორიით და ვნებიანი გულშემატკივრებით. მოუთმენლად ველი პრემიერლიგაში ჩვენი საერთო ამბიციების რეალიზებას", - თქვა კუპერმა.